გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - თბილისში განთავსებული გვაქვს ფერომონები - ვერ ვიტყვით, რომ ყველა ბაღი და სკვერი აზიური ფაროსანის შემოსევით გამოირჩევა

თბილისის მასშტაბით აზიური ფაროსანა ალექსანდროვის ბაღის მიმდებარე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაღის და მთაწმინდის მიმართულებით არის გავრცელებული, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძესთან.

“ჩვენ გვაქვს მონიტორინგი, როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ასევე ურბანულ ტერიტორიებზე, მათ შორის თბილისში. ჩვენ გვქონდა საუბარი არაერთგზის მაია ბითაძესთან. თბილისში განთავსებული გვაქვს ფერომონები. ვერ ვიტყვით, რომ ყველა ბაღი, ყველა სკვერი და ყველა ტერიტორია აზიური ფაროსანის შემოსევით გამოირჩევა. აზიური ფაროსანა გავრცელებულია და დამუშავების პროცესები დაიწყება ალექსანდროვის ბაღში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და უსაფრთხოების სამსახურის ტერიტორიაზე, მთავრობის ტერიტორიაზე და მთაწმინდის მიმართულებით. არის ლოკალური ადგილები, თუმცა ისინი დამუშავდება. ერთი ან ორი ერთეულია. ვაკის პარკში არ არიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე