ვარლამ ლიპარტელიანი - ცეზარ ჩოჩელი 2 წელია ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, არც ერთხელ არ მინახავს ის ამ პრობლემებზე სასაუბროდ

ცეზარ ჩოჩელს სხვა მიმართულება ჰქონდა ფედერაციაში და ჩვენ მასთან პრობლემებზე ამის გამო გვისაუბრია, - ამის შესახებ ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.

ლიპარტელიანი გამოეხმაურა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ცეზარ ჩოჩელის შეთავაზებასაც, რომელიც შეეხებოდა სპორტსმენების მომზადების საკითხს მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ამ კუთხით ფინანსურ უზრუნველყოფას.

"ცეზარ ჩოჩელი 2 წლის განმავლობაში არის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი. მე არც ერთხელ არ მინახავს ის ამ პრობლემებზე სასაუბროდ. მართალია მასთან გვქონდა პირადი საუბრები, თუმცა არ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ ფედერაციაში შექმნილ პრობლემებზე გვესაუბრა. ჩვენ ვიცოდით, რომ ის ჩვენი სპონსორი იყო და მხოლოდ ამ ხაზით მუშობდა. მას სხვა მიმართულება ჰქონდა ფედერაციაში. რაც შეეხება მის შემოთავაზებას - ცეზარ ჩოჩელი რატომ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას და რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ დამოკიდებული როდესაც ფედერაციას უშუალოდ თავის სახსრები გააჩნია? ჩვენ არ გვინდა ვინმეს პირადი სახსრები გამოვიყენოთ წარმატების მისაღწევად", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩეზარ ჩოჩელმა განაცხადა, რომ სპორტსმენებს ყველა პრობლემის მოგვარებას, მათ შორის, საყოფაცხოვრებო პირობებიდან დაწყებული, დამთავრებული სავარჯიშო პირობებით სთავაზობს, თუმცა, ისინი უარს აცხადებენ და კვლავ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

მისი თქმით, თუ სპორტსმენებს რეალურად სურთ სიტუაციის გამოსწორება, საჭიროა მის შემოთავაზებებს დათანხმდნენ. ჩოჩელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესებში იკვეთება როგორც პიროვნული, ასევე პოლიტიკური ინტერესები.

„მე ვთავაზობ, დავსხდეთ ყველა მხარე და მოვაგვაროთ პრობლემა. როდესაც სპორტსმენები ამბობენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება, ეს არასწორია. „ზედაზენი“ აფინანსებს ფედერაციას და ვახდენთ თანხების კონტროლს. მე მზად ვარ ავიღო ყველა პასუხისმგებლობა და დავეხმარო სპორტსმენებს პრობლემების მოგვარებაში, როგორც პირადი, ასევე სპორტული კუთხით. მე 3–4–ჯერ შევხვდი მათ და შევთავაზე ჩემი წინადადება. მე ვუთხარი, რომ საჭიროა ღირსეულად გამოვიდეთ ტურნირებზე, თუმცა მათგან მზაობა ვერ დავინახეთ. თუ დღეს მათ ვთავაზობთ ყველა პრობლემის მოგვარებას, დაწყებული საყოფაცხოვრებო პირობებიდან დამთავრებული სპორტული საკითხებით, რატომ არ უნდა ივარჯიშონ სპორტსმენებმა, თუ აქ არ იკვეთება პოლიტიკური და პირადი ინტერესები“, – განაცხადა ვიცე- პრეზიდენტმა ცეზარ ჩოჩელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში