"საქკაბელი" ევროპის ქვეყნებში პროდუქციის გასატანად ემზადება

სააქციო საზოგადოება "საქკაბელი" ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის გასატანად ემზადება. მომავალმა დამკვეთებმა კომპანიის პროდუქციას ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარეს და დადებითი შეფასება მისცეს. "საქკაბელი" საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი საწარმოა. ქარხანა, რომელიც 1958 წელს დაარსდა, ამჟამად აწარმოებს 74 ტიპის 2000-მდე დასახელების პროდუქტს . "საქკაბელის" მიერ წარმოებული პროდუქციით განხორციელდა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების გამრიცხველიანების პროცესი და შეიცვალა გარე განათების სისტემა საქართველოს დიდ ქალაქებში. "საქკაბელის" მიერ დამზადებული კაბელებით უკავშირდება საქართველოს ელექტროსისტემა აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთსა და თურქეთს. ქარხანაში დამზადებული კაბელები 2010 წლიდან ექსპორტზე სომხეთში გადის.

„საქკაბელის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციის წარმოება, რომლის რეალიზაცია საქართველოს ყველა ქალაქში, მისივე კუთვნილ მაღაზიებში ხდება. ჩვენი კომპანია საქართველოში კაბელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია. 2006 წლის ოქტომბრიდან ქარხნის მართვა ჩაიბარა ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ, კომპანია Sket-თან თანამშრომლობის შედეგად მოხდა წარმოების გადაიარაღება, ასევე შეძენილი იქნა ახალი ტიპის დანადგარები, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი, რამაც გაზარდა გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი და მოცულობა, გაუმჯობესდა ხარისხი. კადრები. 2008 წელს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001: 2000 სერთიფიკატი . მყარი ბიზნეს-კონტაქტები ჩამოყალიბდა ნედლეულის მომწოდებლებთან, დაიხვეწა საწარმოს ტექნიკური ციკლი და ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემა, რამაც შესაძლებელი გახადა ახალი ტიპის საკაბელო პროდუქციის წარმოების ათვისება. სწორმა მენეჯმენტმა საშუალება მოგვცა მინიმალური დანაკარგებით დაგვეძლია ეკონომიკური სიძნელეები, შეგვენარჩუნებინა გამოცდილი და კვალიფიციური კადრები“ - განაცხადა საქკაბელის გენერალური დირექტორის მოადგილემ წარმოებისა და ტექნოლოგიების დარგში დავით ჩაფიჩაძემ

საქკაბელი თანამშრომლობს ამერიკულ, გერმანულ, ავსტრიულ და თურქულ კომპანიებთან. აღსანიშნავია, რომ თურქული კომპანია „კაბკომი“ ერთ ერთი ლიდერია ევროპის ბაზარზე არაჰალოგენური საიზოლაციო კაბელების წარმოებაში, რომელიც ცეცხლმედეგი თვისებებით გამოირჩევა და კონკურენციას უწევს მხოფლიოში ცნობილ გერმანულ და იტალიურ ბრენდებს.

„კომპანია Kabkom არის ერთ ერთი ლიდერი არაჰალოგენური საიზოლაციო კაბელების წარმოებაში. ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებელი პროდუქციის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ცეცხლმედეგი თვისებებით გამოირჩევა და წამყვან ადგილს იკავებს ევროპის ბაზარზე. კაბკომის დისტრიბუციას საქკაბელში ახდენს კომპანია Matrix Solutions. ასევე Matrix Solutions წარმოადგენს კომპანია Akdeniz Kimia- ს და ამარაგებს საქკაბელს მისი პროდუქციით“ - ბექირ გულერი. კომპანია „კაბკომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი „საქკაბელი“ ბაზარზე თავის დამკვიდრებას პროდუქციის მაღალი ხარისხით ახერხებს. ამასთან, პროდუქციის წარმოებისას მისი თითოეული ეტაპი კონტროლდება, გააჩნია ისეთი მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნები,რითაც უტყუარადაა შესაძლებელი დადგინდეს მწარმოებელი ქარხანა, გამოშვების ზუსტი დრო, პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ყველა საჭირო ტექნიკური პარამატრი.

საქკაბელმა ქალაქ ზესტაფონში, ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც თავადვე აფინანსებს. ამ ჯგუფის სტუნდენტები პერიოდულად გადიან პრაქტიკულ სამუშაოებს საწარმოში. ასევე კადრები იგზავნება საზღვარგარეთ მივლინებით, სადაც მონაწილეობენ ტრეინინგებსა და სემინარებში. უცხოეთიდან მოწვეული კვალიფიციური კადრების დახმარებით კი ხდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასული წელი 15%-იანი ზრდით დაასრულა. აქედან 20% ექსპორტზე მოდიოდა.

(R)

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს