27 მაისის აქციის ძირითადი მოთხოვნა იყო ის, რომ დაებრუნებინათ კლუბი, აქედან გამომდინარე, ეს მოთხოვნა შესრულდა. ჩვენ ამას აღვიქვამთ წინგადადგმულ ნაბიჯად და ხელისუფლებისგან კეთილგონივრულ გადაწყვეტილებად, - ამის შესახებ კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 27 მაისს კლუბის დაბრუნებას ყველა საკლუბო სცენა ერთობლივად აღნიშნავს, ღონისძიება კი ონლაინრეჟიმში იქნება ნაჩვენები.
გეთიას განცხადებით, 27 მაისის რეივ-აქციაზე ისაუბრებენ იმ საკითხებზე, რომელიც კლუბებს აწუხებთ.
"27 მაისის აქციის ძირითადი მოთხოვნა იყო ის, რომ დაებრუნებინათ კლუბი, აქედან გამომდინარე ეს მოთხოვნდა შესრულდა.ჩვენ ამას აღვიქვამთ წინგადადგმულ ნაბიჯად და ხელისუფლებისგან კეთილგონივრულ გადაწყვეტილებად, ვინაიდან იცით, რომ კლუბი "ბასიანი" პოლიტიკური მძევალი იყო. ეს იყო არა მარტო "ბასიანის" პრობლემა, არამედ მთელი აქციების პრომლემა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ ეს გამარჯვება გავიფორმოთ, აღვნიშნოთ და ყველამ ერთად ნაბიჯი წინ გადავდგათ. ნახეთ, რომ ამ შემთხვევაში, პირველად ყველა საკლუბო სცენა გაერთიანდება და სხვადასხვა ადგილის რეზიდენტები ერთად დაუკრავენ. ასევე იქნება "ბოლიერუმი" სადაც ჩვენი სცენის ფართო ჯგუფბი იქნება წარმოდგენილი. ამასთან, "ბოლიერუმში" წამყვანი იქნება, ის გააჟღერებს იმ თემებს, რომელიც ჩვენ მუდამ გვაწუხებს. ჩვენ ყოველთვის ვადევნებთ თვალყურს იმ პრობლემებსა და პროტესტებს, რაც გაგვაჩნია - ეს იქნება ნარკოპოლიტიკა, თუ სხვა საკითხი. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია გვერდით დგომა, თუმცა კლუბები ვერ იქნება მთავრი პოლიტიკური პლატფორმა ამ ყველაფრისთვის. ჩვენ მივიღეთ ეს გამარჯვება, უპრეცენდენტო გაერთიანება და ამ პატარა ნაბიჯს ერთად აღვნიშნავთ",- განაცხადა ტატო გეთიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"