1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო – 17:10 საათი დღეს განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება

1918 წელს ნოე ჟორდანიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო – 17:10 საათი დღეს განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ მიზნით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება მოეწყობა. დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები და ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„მხატვრული დადგმა ეფუძნება რეალურ მოვლენებს. არტისტები განასახიერებენ იმ პერიოდის მოღვაწეებს. მაყურებელი მოისმენს ნოე ჟორდანიას მიერ წარმოთქმულ სიტყვას. დამოუკიდებლობის გამოცხადების წუთები მთლიანად აღდგენილია ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომის ოქმის მიხედვით, თუმცა მცირე ცვლილებით. რაც შეეხება დარბაზს, გადაწყდა მისი 1919 და 1920 წლებში გადაღებული ფოტოების მიხედვით აღდგენა. ასევე, გამოყენებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ნიშნები - დროშა და გერბი. ცოცხლდება არა მხოლოდ 26 მაისი სხდომა, არამედ მთლიანად 1918-1921 წლები“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად