გია ბუღაძე - ისინი დაიმსახურებენ „მაკრატლების რევოლუციას“

ისინი დაიმსახურებენ „მაკრატლების რევოლუციას“, - ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე“ ნუ მომკლავ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თუმცა, განმარტა, რომ არ გულისხმობს სისხლს და ძალადობას, არამედ როგორც მხატვარი, სიმბოლურად აზროვნებს.

მისი თქმით, ეს იქნება სიმბოლო იმისა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძეს მაკრატლებით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. „ასეთი უბედურება ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში. ამ მთავრობამ შექმნა უსამართლობის საოცარი განცდა. ჩვენ იდეა წაგვართვეს. რამდენი ბავშვი მოკლეს, მაგრამ პასუხი არ არის. მაინც და მაინც ელიტა უნდა იყოს ზაზა სარალიძე, რომ ყურადღება მიაქციონ?!“, - აღნიშნა გია ბუღაძემ. გია ბუღაძის გამოსვლას აქციის მონაწილეთა ნაწილში უკმაყოფილება მოჰყვა.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თაკო ჩარკვიანმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ცუდი ხელისუფლების ცვლილებას არ სჭირდება ველური რევოლუცია და ამისთვის ცივილური არჩევნების ფორმაა მისაღები.

აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ისინი სიტყვით არ გამოსულან.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა