შსს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების საქმეზე კიდევ ერთი ტელეკომპანიის მიერ გამოძიების მონაცემების გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი ტელეკომპანიის მიერ გამოძიების მონაცემების გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 26 მაისს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-მა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვა.

კერძოდ, გამოქვეყნდა კლუბების - „ბასიანის“ და „გალერის“ საქმეში არსებული დოკუმენტები, სატელეფონო ჩანაწერები, გასაჯაროვდა მოწმეების ვინაობა, რის გამოც შესაძლოა, მათ საფრთხე შეექმნათ.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობაზე, შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება, როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობის დასადგენად“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს