ზაზა სარალიძე - ბრალდებულის ჩვენება მირზა სუბელიანზე სამართლებრივი დევნის დასაწყებად, საკმარისი ინფორმაციაა

ბრალდებულმა დაადასტურა მირზა სუბელიანთან შეხვედრა. კალანდიების სახლში მიესალმა კიდევაც მას და შემდეგ უკვე როდესაც სახლიდან გადიოდა კალანდიამ უთხრა - ბიძაჩემი ხომ იცი რა მაგარი პროკურორია, დაალაგებს ამ საქმესო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის დაკითხაზე საუბრისას განუცხადა. როგორც სარალიძე ამბობს, მისთვის მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიახლე არაა, ვინაიდან დიდი ხანია საუბრობს როგორც მიხეილ კალანდიას, ასევე მირზა სუბელიანის მიერ გარკვეული დანაშაულის ჩადენაზე.

"პირადად ჩემთვის ბრალდებულის ჩვენებაში არაფერი სიახლე არ ყოფილა. რაც გაჟღერდა ის ინფორმაცია აქამდეც ვიცოდით, უბრალოდ პროკურატურას არ უნდოდა ამის აღიარება. მოწმის ჩვენებით, მიხეილ კალანდიას ქურთუკის მკლავზე დაინახა სისხლი და ასევე რაღაც საგანი, რომელიც ხელში ეჭირა და ქურთუკში მალავდა. გარდა ამისა დაადასტურა მირზა სუბელიანთან შეხვედრა, როდესაც სუბელიანი მივიდა კალანდიების სახლში, მიესალმა კიდევაც, მაგრამ მერე უკვე კალანდიამ გამოიყვანა სახლიდან და უთხრა - ბიძაჩემი ხომ იცი რა მაგარი პროკურორია, დაალაგებს ამ საქმეს ყველაფერს. ეს უკვე საკმარისი ინფორმაციაა საიმისოდ, რომ მირზა სუბელიანზე სამართლებრივი დევნა დაიწყოს. რასაც დღემდე მოვითხოვდი იმას ვითხოვ ახლაც, გამოააშკარაონ ვისაც ამ დანაშაულთან ოდნავი შემხებლობა მაინც ქონდათ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს