საქართველოს ეროვნული მუზეუმი და National Geographic Magazine საქართველო მუზეუმის ფორუმს მართავენ

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და National Geographic Magazine საქართველო, მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, მუზეუმის ფორუმს მართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, 18 მაისს, მსოფლიომ აღნიშნა მუზეუმის საერთაშორისო დღე. მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს (ICOM) გადაწყვეტილებით, მუზეუმის დღის წლევანდელი თემაა - „ჰიპერდაკავშირებული მუზეუმები - ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა".

ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, როგორც სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუცია, ქმნის სასაუბრო პლატფორმას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.

ღონისძიების სპიკერები იქნებიან: დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმი; გიორგი ჩოგოვაძე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ანტონიო ენრიკო ბარტოლი - იტალიის საელჩო საქართველოში; მიხეილ ბატიაშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს