მირიან წიკლაური - შოთა ხაბარელს ძიუდოს სფეროში ჭკუას სხვა ქვეყნების ფედერაციები ეკითხებიან, ქევხიშვილმა კი დარბაზის დატოვებისკენ მიუთითა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მირიან წიკლაურის განცხადებით, ძიუდოისტების მოთხოვნას ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გულშემატკივრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მირიან წიკლაური ქართულ ძიუდოში, ასევე გუშინ, ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და დავით ქევხიშვილი შოთა ხაბარელის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებისთვის გააკრიტიკა.

„ბოლო ჩემპიონატი ნამდვილი სენსაცია იყო ქართული ძიუდოს ისტორიაში. როდესაც ასეთი კრახით ბრუნდება გუნდი, მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ რომ ფედერაციის პრეზიდენტს ეკისრება. ერთია, რას ითხოვენ თავად ძიუდოისტები და მეორეა, რას ვითხოვთ ჩვენ, გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის დიდი სიხარულით ვზეიმობდით ქართველი ბიჭების გამარჯვებას. მნიშვნელობა არა აქვს იმ დეტალებს, თუ რომელმა მწვრთნელმა რა შეცდომა დაუშვა. თუ მწვრთნელები არ იყვნენ შესაბამისად შერჩეულნი, ესეც ხელმძღვანელის უდიდესი შეცდომაა.

რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, როდესაც ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე დავით ქევხიშვილი კარს უღებს შოთა ხაბარელს და დარბაზის დატოვებისკენ მიუთითებს, სხვა არაფერი იყო, თუ არა უპატივცემულობა იმ პირის მიმართ, რომელიც საქართველოს სახეა მსოფლიოს მასშტაბით. შოთა ხაბარელს ძიუდოს სფეროში ჭკუას სხვა ქვეყნის ფედერაციები ეკითხებიან. საკუთარ სამშობლოში, საკუთარი ფედრაციის პრეზიდენტი კი ასეთ ქმედებას მიმართავს. თავი რომ დავანებოთ მის დამსახურებულ მწვრთნელობას, ბატონი შოთა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრი და ერთ-ერთი თანამდებობის პირია. რასაც გუშინ თითოეული ჩვენგანი ამ კადრების ყურებისას განვიცდიდით, სიბრაზესაც კი ვერ ვუწოდებთ“, - განცხადა მირიან წიკლაურმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ