მიხეილ გიორგაძე - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ

კომისიამ დაასრულა მუშაობა და საბოლოო ჯამში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, შედარებულია ყველა ის საბუთი, რომელიც სამინისტრომ ფედერაციისგან გამოითხოვა. მცირე შეცდომა დაფიქსირდა ერთ საბუთში, რომელიც მწვრთნელებისთვის სტიპენდიების გაყოფას ეხებოდა. შესაბამისად, სამინისტრომ ფედერაციას რეკომედაციით მიმართა.

კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, შეცდომა დაფიქსირდა სამწვრთნელო შტაბთან მიმართებითაც და ჩავარდნა მოხდა ევროპის ჩემპიონატზეც, რაც მისი შეფასებით, ბუნებრივია ფედერაციის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც არის. თუმცა, მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ქევხიშვილმა აღნიშნული შეცდომა აღიარა. მიხეილ გიორგაძე მხარეებს მოუწოდებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა განისაზღვროს სამწრთვნელო პროცესის დაგეგმვა, რომ სპორტსმენებმა საერთაშორისო ღონისძიებებში ღირსეული ასპარეზობა შეძლონ.

„ყველა საბუთი შედარებულია. ერთ საბუთში არ იყო წარმოება სწორად გაკეთებული, ეს ეხება სტიპენდიის გაყოფას მწვრთნელებისთვის და ფედერაციას ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციას. ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატზე ბუნებრივია არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც და ეს შეცდომა ქევხიშვილმა აღიარა. შესაბამისად, ფედერაციის ვალდებულებაა ახალი სამწვრთნელო შტაბის შექმნაც. საბოლო ჯამში ქევხიშვილის გადაყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ. კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორივე მხარეს მოვუწოდებ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვსაზღვროთ სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა ისე, რომ სპორტსმენები კარგად მოემზადონ დიდი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია