რუსთავში, ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა

დღეს პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღისა და საქართველოს პროკურატურის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე, ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა.

ახალი ოფისი საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა, თანამშრომლებს პროფესიული დღე, პროკურატურის 100 წლის იუბილე მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რუსთავის მერიიდან აცნობეს, პროკურატურის ახალი შენობის გახსნას, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მთავარი პროკურორის მოადგილეები, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, ლიეტუვის, უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის რესპუბლიკების მთავარი პროკურორები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, პროკურატურის ახალ ოფისში, სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, არასრულწლოვანზე მორგებული გამოკითხვის ოთახის პრეზენტაციაც გაიმართა. პროექტი გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალ ადმინისტრაციულ შენობას საძირკველი 2017 წლის თებერვალში ჩაეყარა. მანამდე, საოლქო და რაიონული პროკურატურა 1949 წელს აშენებულ, ძველ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ოთხსართულიანია და 1400 კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს. მშენებლობისთვის თანხები მთავარი პროკურატურის ბიუჯეტიდან გამოიყო.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება