თამაზ ნავერიანი - შოთა ხაბარელთან ღია დაპირისპირება არ ყოფილა - თუ რაიმე გასარკვევი გვექნება, გუნდის შიგნით გავარკვევთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამაზ ნავერიანის განცხადებით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ არ არის ისეთი დასკვნა დადებული, რომლითაც ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან უნდა წავიდეს.

"კულტურის და სპორტის მინისტრმა განცხადება გააკეთა, რაც ჩემთვის მისაღებია. ისეთი დასკვნა არ არის, რომ ქევხიშვილი უნდა გადადგეს", - განაცხადა ნავერიანმა.

თამაზ ნავერიანი შოთა ხაბარელთან დაპირისპირებაზე არ საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, აბსურდულ თემებზე კომენტარს არ გააკეთებს.

"ღია დაპირისპირება არ ყოფილა, გუნდური პრინციპიდან გამომდინარე განცხადებებისგან თავს შევიკავებ. თუ რაიმე გასარკვევი გვექნება, შიგნით გავარკვევთ. არაფერი არ ყოფილა, რომ ასე ასაწევი თემა ყოფილიყო", - განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

შეგახსენებთ, უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, შოთა ხაბარელმა დღეს დაადასტურა, რომ მას ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე უმრავლესობის წევრ თამაზ ნავარიანთან დაპირისპირება მოუვიდა. "ნავერიანი გამოვიდა და იცავდა დავით ქევხიშვილს, რომ დარღვევა არ იყო. ფაქტობრივად, კომისიისა და მინისტრის წინააღმდეგ გამოვიდა და ჩვენი დაპირისპირება ამან განაპირობა. ქევხიშვილს პირდაპირ იცავდა. მინისტრმა თქვა, რომ დარღვევა იყო და ნავერიანი ყველაფერს ცდილობდა, რომ ეს ოქმში არ დაფიქსირებულიყო. იცის, ეს ქევხიშვილისთვის რას ნიშნავს, რადგან მან თქვა, თუ დარღვევა იქნება, გადავდგებიო", - განაცხადა ხაბარელმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს