მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა გაგი ბუაძემ დაიკავა

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა გაგი ბუაძემ დაიკავა. ბუაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ წარადგინა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ბუაძე ბოლო პერიოდში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ და რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორად მუშაობდა.

"გაგი ბუაძე პროფესიით ფინანსისტია. საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში. ასევე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში. იყო ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე და ჩვენ ერთად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ",- განაცხადა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა ბუაძის კანდიდატურა დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილია.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს