“თავისუფალი საქართველო“ თბილისის მერიისგან „სითი პარკის“ ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვს

„თავისუფალი საქართველო“ თბილისის მერიისგან „სითი პარკის“ ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვს, - აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, მიმდინარე წლის აპრილში თბილისის მერიამ გააუქმა კაბალური კონტრაქტი კომპანია „სითი პარკთან“, თუმცა ძალაში დარჩა „სითი პარკის“ მიერ თაღლითური გზით წლების მანძილზე გამოწერილი ჯარიმები, რომელთა საერთო რაოდენობა სოლიდურ თანხას შეადგენს.

„საუბარია ჯარიმებზე, რომელიც მოქალაქეებს თაღლითური გზით დაეკისრათ, ანუ ჯარიმა იგზავნებოდა რეგისტრაციის მისამართზე, სადაც მოქალაქე რეალურად არ ცხოვრობდა. შესაბამისად, ის ვერ იხდიდა ჯარიმას 30 დღის ვადაში. ამ ვადის შემდეგ კი ეკისრებოდა საურავი - თითო 10 ლარიან ჯარიმაზე 150 ლარის ოდენობით. ხშირ შემთხვევაში ამ გზით დაგროვილი ჯარიმა თითოეული მოქალაქის მიმართ შეადგენს 1000 ლარზე მეტ თანხას, რის გამოც ხდება მისი ქონების და საბანკო ანგარიშების დაყადაღება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დღეს თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში გაიმართა „თავისუფალი საქართველოს“ საჩივრის განხილვა. „თავისუფალი საქართველოს“ იურიდიული სამსახურის უფროსმა მარიამ ხორბალაძემ მოითხოვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის საფუძველზე, ჩამოწერილი იქნას ყველა ის ჯარიმა და მასზე დარიცხული საურავი, რომელიც წარმოშობილია აღნიშნული გზით.

„მოქალაქეებს (მძღოლებს) უნდა დაეკისროთ მხოლოდ იმ ჯარიმების გადახდა, რომელიც მათთვის გადაცემული იქნა ფოსტით, კანონით დადგენილი წესით“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში