UNICEF - საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა

ეროვნულ დონეზე, შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4.3%, მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, - ამის შესახებ ნათქვამია UNICEF-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთიდღეობის კვლევა 2017-ში“. როგორც კვლევაშია აღნიშნული, „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ ბოლო ეტაპზე მიღებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა.

„ეროვნულ დონეზე, შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4.3%, მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება). შეფასების თანახმად, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი პირების წილი სოფლად 4.0%-ია, ხოლო ურბანულ დასახლებებში –4.5%. 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შინამეურნეობების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.6, 2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. გასული ორი წლის განმავლობაში ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები შინამეურნეობებისა და მოსახლეობის წილი, შესაბამისად, 20.7%-დან 22.5%-მდე და 23.1%-დან 24.8%-მდე გაიზარდა. ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26.8%-დან 31.6%-მდე გაიზარდა“, - ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, შინამეურნეობების 15.8%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22.1% და პენსიონერთა 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე). ასევე, კვლევის მიხედვით, საქართველოში, ზოგადი სიღარიბის დონე გაიზარდა. თუ 2015 წელს ეს მაჩვენებელი შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 16.4%-ს შეადგენდა, 2017 წელს ის 19.6%-მდე გაიზარდა; ამის მიუხედავად, 2013 წელთან შედარებით მდგომარეობა მაინც უკეთესია.

„2015-დან 2017 წლამდე პერიოდში, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები შინამეურნეობების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერთა რიცხვი, შესაბამისად, 3.9, 4.2, 6.5 და 3.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 2017 წელს, შინამეურნეობების 33%-ს სულ მცირე ერთი ბავშვი მაინც ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ შინამეურნეობებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება ფარდობითი

და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლებიც. მაგალითად, ფარდობითი და ზოგადი სიღარიბის ზღვრებს ქვემოთ ცხოვრობს ერთ ან ორბავშვიანი ოჯახების, შესაბამისად 27.2% და 24.5%. როცა საქმე სამ ან მეტ ბავშვიან შინამეურნეობებს ეხებათ, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 39.9%-მდე, ხოლო ზოგადი სიღარიბის შემთხვევაში – 33.4%-მდე იზრდება“, - ნათქვამია კვლევაში.

როგორც UNICEF-ში აცხადებენ, სიღარიბის ყველა დონეზე, ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების პროცენტული წილი კვლავაც უფრო მაღალია, ვიდრე მთელი მოსახლეობის, ან პენსიონერთა პროცენტული წილი.

„ერთი მხრივ, შინამეურნეობებში, მთლიან მოსახლეობასა თუ ბავშვებში სიღარიბის დაბალი მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია ოჯახებში ზრდასრულთა განათლების მაღალ დონესთან. მეორე მხრივ, შინამეურნეობაში რეგულარულად დასაქმებული წევრის ყოლა ორჯერ მეტად ამცირებს ბავშვთა ზოგადი და ფარდობითი სიღარიბის რისკს. მიუხედავად იმისა, რომ 2013-2015 წლებში საქართველოში სიღარიბის დონე მცირდებოდა, მომდევნო პერიოდში ის საგრძნობლად გაიზარდა. სავარაუდოდ, სიღარიბის მიმართ შინამეურნეობებისა და ცალკეული პირების მოწყვლადობა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებით იყო გამოწვეული. როგორც წესი, სიღარიბის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მიიჩნევენ. 2015-2016 წლებში საქართველოს ეკონომიკამ ვარდნა განიცადა, როდესაც მშპ-ს რეალური ზრდა 3%-ზე დაბალი იყო. ეს მაჩვენებელი ზომიერ 5%-იან ზრდის ტემპს 2017 წელს დაუბრუნდა. ამის მიუხედავად, ინფლაციის მაღალმა დონემ (რომელიც სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით ფასდება) კიდევ უფრო შეამცირა ეკონომიკური ზრდის ზეგავლენა სიღარიბის მაჩვენებლებზე. გასული ორი წლის განმავლობაში, ლარის ძლიერი გაუფასურების ფონზე, სამომხმარებლო ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა საკვებ პროდუქტებზე, თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ჯანდაცვაზე, კომუნალურ მომსახურებასა და ტრანსპორტზე. ასეთმა ეკონომიკურმა წნეხმა შინამეურნეობების ხარჯების სტრუქტურა შეცვალა. 2015 წელს ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, შინამეურნეობებს ნაკლები შემოსავლით, მეტის დახარჯვა უწევდათ (საშუალო ხარჯები 821.8 ლარი იყო, ხოლო საშუალო შემოსავალი 608.9 ლარი). შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჭარბი ხარჯები დანაზოგების მეშვეობით იფარებოდა. 2017 წელს შინამეურნეობებმა, შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, ხარჯები შეამცირეს (საშუალო ხარჯი შეადგენდა 788.6 ლარს, საშუალო შემოსავალი კი 771.9 ლარი იყო). მაღალი სამომხმარებლო ფასებისა და ადგილობრივი ვალუტის დაბალი მსყიდველობითი უნარის პირობებში, შემოსავლების ზრდამ შინამეურნეობებს ეკონომიკური კეთილდღეობა ვერ მოუტანა. ზოგადად, შინამეურნეობების ხარჯების განაწილება პროდუქტების ფასსა და მოხმარების მოცულობას ასახავს. კვლევა გვიჩვენებს, რომ შინამეურნეობების მიერ საკვებზე, განათლებასა და გრძელვადიანი მოხმარების პროდუქტებზე გაწეული ხარჯები სამომხმარებლო ფასების ზრდასთან ერთად შემცირდა. დიდი ალბათობით, შინამეურნეობებმა დანაზოგები ამოწურეს, ხოლო დამატებით ფინანსურ რესურსებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებოდათ, რის გამოც კიდევ უფრო მოწყვლადნი გახდნენ. უფრო მეტიც, ფართოდ გავრცელებული ფაქტია, რომ დაბალი შემოსავლების მქონე შინამეურნეობების ბიუჯეტში საკვებზე გაწეული ხარჯების წილი უფრო მაღალია. ეს ნიშნავს, რომ 2015 წელს დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებზე უფრო მეტად აისახა ინფლაციური პროცესები, ვიდრე მაღალშემოსავლიან შინამეურნეობებზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში შინამეურნეობების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და მეტი შინამეურნეობა გაღარიბდა“, - აღნიშნულია კვლევაში.

იხილეთ ვიდეო: რას ამბობს UNICEF-ის დასკვნა, რაზეც მთავრობის წევრების განცხადებით 3 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად