ზაზა სარალიძე - მთავრობის დათხოვნა ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის შეფასებით, მთავრობის დათხოვნა მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შეფასებისას განუცხადა, როგორც კი დაინიშნება ახალი პრემიერ-მინისტრი, ის მოითხოვს მასთან შეხვედრას, რათა გაარკვიოს იქნება თუ არა პირად კონტროლზე აყვანილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება.

"მთავრობის დათხოვნა დღესდღეობით ჩემი საქმის და მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვას ნიშნავს, პირდაპირ ვამბობ ამას. რა თქმა უნდა, როგორც კი დაინიშნება პრემიერი, იმ დღესვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე - მიადევნებს თვალყურს ამ საქმეს თუ არა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, თავდაპირველი მოთხოვნებით, ის პრემიერის გადადგომას ითხოვდა, მაგრამ, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ეს მოთხოვნა დღის წესრიგიდან მოხსნა და მხოლოდ შს მინისტრის გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა.

"მანამდე მოვითხოვე, რა თქმა უნდა, კვირიკაშვილის გადადგომა, იქიდან გამომდინარე, რომ შსს-ს დაუბრუნდა ეს საქმე ძიებაში. როდესაც შევხვდი ამ პიროვნებას, დავრწმუნდი, რომ ამ კაცმა ამ საქმის შესახებ არაფერი იცოდა და პირობა დადო, რომ თვალყურს მიადევნებდა. ესე იგი, თანამდებობიდან სპეციალურად გადააყენეს, რომ თვალყური ვეღარ მიადევნოს, რომ გაიწელოს, ორი კვირა ან ერთი თვე გაიწელება ალბათ, მინიმუმ ახალი პრემიერის დანიშვნა, რომელთანაც პირდაპირი კითხვა მექნება - რას იტყვის ჩემი საქმიდან გამომდინარე, აიღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე თუ - არა", განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო