ნოდარ კერესელიძე - ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო დახმარებას უწევს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირის მხარდაჭერაზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ევროკავშირის დახმარება ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს. „ევროკავშირი უპრეცედენტო დახმარებას უწევს ჩვენს ქვეყანას სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დახმარება ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს”, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

ბათუმში გამართულ ორდღიან კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა” რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები. კონფერენციის მეორე დღე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტიანი მოდელის შექმნის თაობაზე მსჯელობას დაეთმო. საუბარი შეეხო სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას. სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი განხილულ იქნა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს