დავით ზალკალიანის განცხადებით, მიხეილ ჯანელიძე მინისტრის თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილებით წავიდა

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მიხეილ ჯანელიძე მინისტრის თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილებით წავიდა.

„ეს იყო მიხეილ ჯანელიძის პირადი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით, მან შესაბამისი განმარტება გააკეთა. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ მასთან ორწელიწად-ნახევარი ვიმუშავე და გვქონდა ხელშესახები შედეგები საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. მინდა მას წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.

ამასთან, კითხვაზე, დარჩება თუ არა ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ხანგრძლივი ვადით, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი საკითხია.

მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და პრიორიტეტი არის ქართველი ხალხის არჩევანი, ის გამყარებულია კონსტიტუციით და პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

დავით ზალკალიანს ამ წუთებში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ