National Geographic Traveler-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა

პოლონური National Geographic Traveler აჭარის შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სტატია სახელწოდებით „ცხოვრების მთავარი მოგზაურობა“ მაგელანის ჯილდოს ლაურეატის, მწერლისა და ჟურნალისტის სერგიუს პინკვარტის აჭარაში მოგზაურობას აღწერს.

ჟურნალისტი მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ. ის ასევე საუბრობს ალისა და ნინოს, არგონავტების, გონიოს ციხის შესახებ და ქართულ სტუმართმოყვარეობას უსვამს ხაზს.

„წელს, ეს პოლონური National Geographic Traveler-ის მეორე სტატიაა აჭარის შესახებ. პირველი სტატია მარტში გამოქვეყნდა, სადაც ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში იყო დასახელებული. ორივე სტატია ჟურნალში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით მომზადდა.

დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 16 სამიზნე ქვეყანაში უწევს პოპულარიზაციას, სადაც აჭარის შესახებ თემატური სტატიები, რეპორტაჟები და გადაცემები რეიტინგულ მედიასაშუალებებში გადის. გარდა ამისა, აჭარის ცნობადობის გაზრდა და რეგიონში ტურისტების მოზიდვა სამიზნე ქვეყნებში გარე რეკლამით, ონლაინ რეკლამით, სატელევიზიო რეკლამით, პრეს-ინფოტურების ორგანიზებითა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს