ზვიად დევდარიანი სასამართლოს მეორედ მიმართავს

ზვიად დევდარიანი და მისი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებენ, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ინფორმაციის გაცემისას.

როგორც დევდარიანისა და მისი ინტერესების დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი უფრო ადრე გახდა ცნობილი სავარაუდო მოპასუხეებისთვის, ვიდრე თავად სარჩელის ავტორებისთვის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ფაქტები მოსარჩელეს აფიქრებინებს, რომ სასამართლო დაინტერესებულია საქმის შედეგით.

„ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 19 ივნისს, გვეცნობა, რომ ზვიად დევდარიანის სარჩელი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თამარ ჩერგოლეიშვილის და სხვების მიმართ, სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში. შესაბამისი განჩინებით განგვემარტა, თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები უნდა დაზუსტდეს იმისთვის, რომ სარჩელი წარმოებაში იქნას მიღებული. ამაში უცნაური არაფერია, მით უფრო პრეცედენტულ საქმეში, რადგან ნებისმიერი სარჩელი შეიძლება მოითხოვდეს დაზუსტებას და ეს წმინდა პროცედურული საკითხია - სარჩელი შესაბამისობაში მოვა განჩინებაში მოყვანილ მითითებებთან და იქნება მიღებული წარმოებაში.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი უფრო ადრე გახდა ცნობილი სავარაუდო მოპასუხეებისთვის (წინა დღით), ვიდრე მოსარჩელისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მხრიდან უკანონოდ იქნა მიწოდებული ინფორმაცია გარკვეული პირებისთვის.

შემდგომში მსგავსი უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ინფორმაციის გაცემისას და იმოქმედოს კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ სასამართლო დაინტერესებულია საქმის შედეგით და რაც მის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს წარმოშობს.

იმედს ვიტოვებთ, სასამართლო გაითვალისწინებს უკვე მომხდარ გადაცდომას და მომავალში არ დაუშვებს მსგავს ფაქტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა, სასამართლოში სარჩელს ხელახლა მომავალ კვირას შეიტანს. გაბუნიას თქმით, ხარვეზად დაფიქსირებულია ტექნიკური დეტალები, რომელიც წმინდა სამართლებრივია. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეები სარჩელში უცვლელი დარჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა