ლეილა უმაროვა - გამაგებინონ, სად ჰყავთ ჩემი შვილი და რა მიზეზით

პანკისელი ბესლან წუწაშვილის დედა ხვალ თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას გეგმავს. ლეილა უმაროვა უწყებას შვილისსაქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

უმაროვა ფიქრობს, რომ შვილის ადგილსამყოფელის და მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებას სუს-ის დახმარებით შეძლებს. "გროზნოში მყავს ნათესავები და ისინი მეხმარებიან. ვეძებთ, სადაც შეგვიძლია, მაგრამ ვერაფერს ვიგებთ. გადავწყვიტე ქართულ მხარეს და უსაფრთოების სამსახურს მივმართო. ვფიქრობ, ისინი შეძლებენ ჩემი შვილის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ის საქართველოს მოქალაქეა და ტერორისტი რომ ყოფილიყო ხომ აქვე დაკავებდნენ?! ვითხოვ დახმარებას. გამაგებინონ, სად ჰყავთ ჩემი შვილი და რა მიზეზით", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლეილა უმაროვამ.

ბესლან წუწაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 19 ივნისს გავრცელდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებმა მალხაზ მუთოშვილმა განუცხადა, წუწაშვილი საქართველოდან გროზნოში აპირებდა გადასვლას, რა დღესაც ის საზღვარზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისელი ბესლან წუწაშვილის ძებნის საქმეში ჩართულია. უწყების ცნობით, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა აცნობა, რის შემდეგაც სამძებრო ოპერაცია აქტიურად მიმდინარეობს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა