კომპანია "სვეტს" მერიის არქიტექტურის სამსახურმა, შესაძლოა, რამდენიმე ობიექტზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მისცეს

სამშენებლო კომპანია "სვეტს" მერიის არქიტექტურის სამსახურმა, შესაძლოა, რამდენიმე ობიექტზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მისცეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა განუცხადა. როგორც ბოლოთაშვილი ამბობს, კომპანია მირცხულავას ქუჩაზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვას ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის დადების შემდეგ მიიღებს.

"კომპანია "სვეტი" სამშენებლო სამუშაოებს მშენებლობის ნებართვის გარეშე აწარმოებდა. ზედამხედველობის სამსახურს შეჩერებული აქვს მშენებლობის პროცესი. ჩვენ ჩავერთეთ ამ პროცესში იმ კუთხით, რომ გვინდა დავაჩქაროთ პროექტების გადაკეთება და დროზე მიიღოს კომპანიამ მშენებლობის ნებართვა და ე.წ. დაზარალებული სამომავლო მესაკუთრეების პრობლემები არ დაგვიდგეს. მათ შორის ურთიერთობაში არც ჩვენ და არც მუნიციპალიტეტის სამსახურები ერევიან. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომ სწრაფად მოხდეს პროექტების გადაკეთება, კანონმდებლობასთან მორგება, მათ შორის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან, შედეგად, დროზე მიიღონ მშენებლობის ნებარვა და განახორციელონ სამუშაო.

როდესაც მოხდა უნებართვო მშენებლობის იდენტიფიცირება, მყისიერად მოხდა სამშენებლო სამუშაოების შეჩერება და შესაბამისი საქმის წარმოება დაიწყო ზედამხედველობის სამსახურმა. სხვადასხვა ლოკაციებზე სხვადასხვა ინტენსივობით იყო განხორციელებული სამუშაოები. ამის იდენტიფიცირებაც მოახდინა ზედამხედველობის სამსახურმა. ამ ეტაპზე შემოსულია განაცხადი მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მირცხულავას ქუჩაზე შეჩერებული მშენებლობის რამდენიმე ბლოკზე. დოკუმენტაცია შესწორებულია, ველოდებით ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასებას. როგორც კი იქნება წარმოდგენილი ეს შეფასება, კომპანია მშენებლობის ნებართვას მიიღებს ამ რამდენიმე ბლოკზე. ბუნებრივია, კომპანიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და მიიღოს მშნებლობის ნებართვები სხვა ბლოკებზეც",- განაცხადა ბოლოთაშვილმა.

თბილისის მერიამ დეველოპერული კომპანია „სვეტის“ კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში შეაჩერა. როგორც მერიაში აცხადებდნენ, მირცხულავას ქუჩაზე კორპუსების მშენებლობა შესაბამისი ნებართვის არარსებობის გამო შეჩერდა; ჭყონდიდელის ქუჩაზე კი, მშენებლობის შეჩერების მიზეზი პროექტთან შეუსაბამობა იყო.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება