მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, საგარეო უწყების წარმომადგენელმა მეზღვაურების საკონსულო დახმარების საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ქართველი მეზღვაურების საკონსულო დაცვისა და დახმარების კუთხით გაწეულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, შორეულ ნაოსნობაში მყოფი ქართველი მეზღვაურები უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, რასაც ბევრ ქვეყანასა თუ რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარება, უბედური შემთხვევები, მეკობრეობა თუ დამსაქმებელთა არალეგალური საქმიანობა განაპირობებს.

როგორც საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, მეზღვაურობა მაღალი რისკის პროფესიაა და ის ხშირად არასახარბიელო შედეგებთანაა დაკავშირებული, რომელთა აღმოფხვრაც საკონსულო დეპარტამენტისა და საზღვაო უწყების ერთობლივ და აქტიურ ჩართულობას საჭიროებს. საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში დახმარება გაეწია 150-ზე მეტ მეზღვაურს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზები გამო არასათანადო პირობებში აღმოჩდნენ. მისივე თქმით, ხშირად ეს უკავშირდება დანიშნულების ქვეყანაზე ინფორმაციის ნაკლებობას, არასწორად გაფორმებულ კონტრაქტს, ან შრომის პირობების შესახებ არასრულ ინფორმაციას.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა განსაკუთრებული ყურადღება სირთულით, სპეციფიკითა და მაღალი ინტერესით გამორჩეულ რამდენიმე შემთხვევაზე გაამახვილა, კერძოდ, ქართველ მეზღვაურთა დაკავების საქმეებზე ფილიპინებში, აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროსთან და ლიბიაში. მისი თქმით, ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს მხარეს შეზღუდული წვდომის პირობებში, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით უწევდა მუშაობა, რამდენადაც საქართველოს საკონსულო და დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე არ გააჩნია.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა კრიზისული შემთხვევების თავიდან ასარიდებლად საკონსულო დეპარტამენტის მიერ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწრაფი რეაგირების მოხდენის მიზნით საკონსულო დეპარტამენტში ჩამოყალიბდა 24 საათიანი სატელეფონო ცენტრი, რომელიც მოქალაქეებს ოპერატიულად აკავშირებს საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურებთან, გასცემს შესაბამის ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში კი სიგნალს სხვა შესაბამის უწყებებსაც აწვდის.

გამოსვლის დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას და მნიშვნელოვანი ღონისძიებების წარმატებით განხორციელება უსურვა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, საგარეო უწყების წარმომადგენელმა მეზღვაურების საკონსულო დახმარების საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ქართველი მეზღვაურების საკონსულო დაცვისა და დახმარების კუთხით გაწეულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, შორეულ ნაოსნობაში მყოფი ქართველი მეზღვაურები უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, რასაც ბევრ ქვეყანასა თუ რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარება, უბედური შემთხვევები, მეკობრეობა თუ დამსაქმებელთა არალეგალური საქმიანობა განაპირობებს.

როგორც საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, მეზღვაურობა მაღალი რისკის პროფესიაა და ის ხშირად არასახარბიელო შედეგებთანაა დაკავშირებული, რომელთა აღმოფხვრაც საკონსულო დეპარტამენტისა და საზღვაო უწყების ერთობლივ და აქტიურ ჩართულობას საჭიროებს. საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში დახმარება გაეწია 150-ზე მეტ მეზღვაურს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზები გამო არასათანადო პირობებში აღმოჩდნენ. მისივე თქმით, ხშირად ეს უკავშირდება დანიშნულების ქვეყანაზე ინფორმაციის ნაკლებობას, არასწორად გაფორმებულ კონტრაქტს, ან შრომის პირობების შესახებ არასრულ ინფორმაციას.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა განსაკუთრებული ყურადღება სირთულით, სპეციფიკითა და მაღალი ინტერესით გამორჩეულ რამდენიმე შემთხვევაზე გაამახვილა, კერძოდ, ქართველ მეზღვაურთა დაკავების საქმეებზე ფილიპინებში, აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროსთან და ლიბიაში. მისი თქმით, ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს მხარეს შეზღუდული წვდომის პირობებში, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით უწევდა მუშაობა, რამდენადაც საქართველოს საკონსულო და დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე არ გააჩნია.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა კრიზისული შემთხვევების თავიდან ასარიდებლად საკონსულო დეპარტამენტის მიერ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწრაფი რეაგირების მოხდენის მიზნით საკონსულო დეპარტამენტში ჩამოყალიბდა 24 საათიანი სატელეფონო ცენტრი, რომელიც მოქალაქეებს ოპერატიულად აკავშირებს საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურებთან, გასცემს შესაბამის ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში კი სიგნალს სხვა შესაბამის უწყებებსაც აწვდის.

გამოსვლის დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას და მნიშვნელოვანი ღონისძიებების წარმატებით განხორციელება უსურვა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო