კახა ოქრიაშვილი - ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დავით ჭიჭინაძის განცხადება არასერიოზულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მისი კოლეგის, დავით ჭიჭინაძის განცხადება არასერიოზულია.

ოქრიაშვილის თქმით, ჭიჭინაძის განცხადების კომენტირება მისი მხრიდან სწორი არ არის.

"მე დავით ჭიჭინაძის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს განცხადება იყო არასერიოზული. დავით ჭიჭინაძე ნუ “ვანგობს” რაღაცეებზე. არანაირი კრიზისი ქვეყანაში არ არსებობს, უბრალოდ ჩვენ არ გვაწყობს ჩვენი განვითარების ტემპები, მაგრამ მე ქვეყანაში კრიზისს ვერ ვხედავ. კონკრეტული მინისტრი ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, ისე წავიყვანოთ საქმე, რომ ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის წინსვლა დავაჩქაროთ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

დეპუტატი სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერს.

როგორც ცნობილია, დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გახდეს საჭირო.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს