ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი კომისიის სხდომაზე საქმის პროკურორის და შსს-ს წარმომადგენლის დაკითხვა გრძელდება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძისა და შსს-ს თბილისისპოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის კახა სირაძის დაკითხვა გრძელდება.

დღევანდელი დაკითხვა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის კითხვით დაიწყო, რომელიც სატელეფონო ჩანაწერების ამოღებასთან იყო დაკავშირებული. კომისიის წევრის კითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ რატომ არ მოხდა საქმეზე დაკითხული პირების მიმართ ფარული სატელეფონო მიყურადება და ჩანაწერების ამოღება.

საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

„ამისათვის საჭიროა მტკიცებულებათა სტანდარტი, რომ კონკრეტული პირის მიმართ კონკრეტულ სატელეფონო ნომერზე განხორციელდეს მისი საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა. კიდევ ვაზუსტებ, კონკრეტული პირზე, რომელზეც არსებობს ეჭვი, მის მიმართ მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია, ოპერატიული პატაკი, ოპერატიული პატაკის შემდგენი პირის დაკითხვა არ არის საკმარისი, რომ მის სატელეფონო ნომერზე განხორციელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება.

ვინაიდან ეს სტანდარტი არ გვქონდა და შეკრებილი მტკიცებულებები არ იძლეოდა საკმარის მონაცემებს, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო მათი სატელეფონო კომუნიკაციების შედეგად გადაცემული ინფორმაციის გამოთხოვა. ეს არის კანონი, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით. ეს არის საპროცესო კოდექსი,“ - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს