სურსათის ეროვნული სააგენტო - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 220 ათას ჰექტრამდე ფართობია შეწამლული

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დასავლეთ საქართველოში წამლობითი ღონისძიებები 22 მუნიციპალიტეტის 360 სოფელში ჩატარდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 220 ათას ჰექტრამდე ფართობი; ცივი შესხურებით - 7 ათასამდე ჰექტარი; ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

აღსანიშნავია, რომ სიმინდის ყანებში მავნებლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა საყანე ფართობების გარე პერიმეტრებს ამუშავებს.

“ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია სიმინდის ფართობების დამუშავება. ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ტარდება. მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების ინფორმირებას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას უშუალოდ წამლობის დაწყებამდეც აფრთხილებენ“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს