კახა კალაძე - ჩემი მერობის პირობებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემა დამთავრდება

თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისთვის თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გამარჯვებული იქნება ის კომპანია, რომელიც მერიას მინიმუმ 5000 კვ.მ-ის საცხოვრებელ ფართს გადასცემს.

"კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულები წლების მანძილზე ბინებს ელოდებიან სახელმწიფოსგან, თუმცა ვერანაირად ვერ მოხერხდა ამ ადამიანების დაკმაყოფილება და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები ამ მოლოდინში დაბერდნენ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებება, რომ ეს პრობლემა მათ მოვუგვაროთ. დავიწყეთ მუშაობა და ეს პრობლემა ჩემი მერობის პირობებში დამთავრდება. მოხდება ბინებით დაკმაყოფილება. დღეს ჩვენ გამოგვაქვს ერთი კონკრეტული ლოკაცია მაჭავარიანის ქუჩაზე. მიწის ფართობი არის 12 223 კვ.მ. და ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, რომ ჩაერთოს სამშენებლო კომპანიები, დეველოპერები. გამარჯვებული იქნება ის, ვინც მინიმუმ 5 000 კვ.მ-ის საცხოვრებელ ფართს გადმოგვცემს იმისთვის, რომ მინიმუმ 80 ოჯახი დავაკმაყოფილოთ",- განაცხადა კალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო