ირანის პრეზიდენტი - თუ ვინმე ფიქრობს, რომ მთავრობა გადადგება, ის ცდება

ირანის მთავრობა ქვეყანში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო, გადადგომას არ აპირებს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ მთავრობა გადადგება, ის ცდება. ჩვენ ჩვენთვის მოცემული ვადის ბოლო დღემდე ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციითაა გამოწვეული, ირანის პარლამენტის 50-მა წევრმა ხელი მოაწერა პეტიციას ირანის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მასუდ კარბასიანის გადადგომის მოთხოვნით.

თავის მხრივ, ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ „ირანელებმა უთანხმოება სხვა დროსთვის უნდა გადადონ“.

ბოლო დღეების განმავლობაში ირანის ეროვნული ვალუტის კურსმა დევალვაციის მორიგი რეკორდი დააფიქსირა და 1 აშშ დოლართან მიმართებაში 87 ათასი რიალი შეადგინა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა