სასჯელაღსრულების სამინისტრო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში გაკეთებულ შეფასებებს არ იზიარებს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არ იზიარებს „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში მითითებულ დასკვნებს, - ამასთან დაკავშირებით სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღეს მოქმედი შემოწმების პროცედურა, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებთან, ციხის ევროპულ და ქალ პატიმართა მიმართ მოპყრობის წესებთან, ასევე ევროპის წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის შესაბამის რეკომენდაციებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებთან.

„მსგავსი პრაქტიკა ასევე მიღებული და დანერგილია არაერთ წამყვან ისეთ ევროპულ ქვეყანაში, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი ირლანდია და სხვა.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრი) რეკომენდაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მთლიანად შეიცვალა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ პატიმართა მიღებისა და შემოწმების პროცედურა.

პატიმარს სრული შემოწმება უტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ტოვებს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიას და კონტაქტი აქვს გარე სამყაროსთან (სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ გაყვანა, დაწესებულების დროებით დატოვება 3 წლის ასაკის შვილის მონახულების გამო და სხვა). შემოწმების მთავარ მიზანს წარმოადგენს, დაწესებულებაში აკრძალული ნივთების მოხვედრის პრევენცია და უსაფრთხოების დაცვა.

ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების პროცედურა მკაცრადაა რეგლამენტირებული პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით. აღნიშნული პროცედურის თანახმად, პატიმარი შემოწმების მეთოდს თავად ირჩევს - სკანერის გამოყენებით, თუ ნაწილობრივი გაშიშვლების გზით. N5 პენიტენციური დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკანერის აპარატით, რომლითაც ხორციელდება შემოწმება.

პრაქტიკის ანალიზი და სტატისტიკა ადასტურებს, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, არჩევანს აკეთებს სკანერით შემოწმებაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრძოლის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო სტანდარტები სავალდებულოდ მოითხოვს, დაწესებულებაში მოთავსების დროს მოხდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანებების აღმოჩენა და მათი სათანადო წესით აღწერა/დაფიქსირება ექიმის მიერ, რაც შეუძლებელია განხორციელდეს სხეულის დათვალიერების გარეშე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა