აჰმედ ჩატაევი ისლამ ატაბიევს - საელჩოები ძლიერადაა დაცული... ისეთი ადგილები უნდა მოვძებნოთ, რესტორნები, სადაც ისინი იკრიბებიან, თუ რამეა საქართველოშიც გავაკეთებთ

„პალიტრანიუსის“ ეთერში აჰმედ ჩატაევის, ISIS- ის ლიდერისთვის, აბუ ჯიჰადისადმი გაგზავნილი შეტყობინებები გამოქვეყნდა. აღნიშნული ხმოვანი ჩანაწერები, გაზეთ „კვირის პალიტრის“ ანალიტიკოსმა, ნინო ბურჭულაძემ გადაცემაში “360 გრადუსი“ გაასაჯაროვა.

როგორც ნინო ბურჭულაძე აცხადებს, აუდიო გზავნილებში აჰმედ ჩატაევი ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს, აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს იმ კონკრეტულ ლოკაციებზე აწვდის ინფორმაციას, სადაც თავდასხმები უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის მოხსენიებულია საქართველოც. აუდიო გზავნილში, სავარაუდო თავდასხმის ადგილებად დასახელებულია რესტორნები, სასტუმროები, საელჩოები და ისეთი დაწესებულებები, სადაც ამერიკელები იკრიბებიან.

„რაც საჭიროა, გავაკეთებთ ძმაო. მე უკვე აქ ვარ, სტამბოლში, ყველაფერი გავაკეთე - ფოტოები, სურათები, გადაღებები. ალბათ უკვე ხვალ ანკარაში დავიწყებთ კეთებას... ანკარასა და ანტალიაში... მერე ვნახოთ. ეს არის საელჩო ძმაო... კიდევ ძმები შეათვალიერებენ ასეთ ადგილებს, საელჩოებს, ძლიერადაა დაცული, მაგრამ ფოტოებსა და ვიდეოებშიც ნახავ, ძმაო. ჩვენ ისეთი ადგილები უნდა მოვძებნოთ, რესტორნები, სადაც ისინი იკრიბებიან, ასეთი ადგილები არის. ყველაფერი იმიტომ, რომ ზამთარია... მოკლედ, თუ რამეა საქართველოშიც გავაკეთებთ. ეს საერთოდ აქვეა ძმაო. ვიცი, სიცხე უფრო მეტად თუ იქნება ... საქართველო... თურქეთში... არ იქნება ამერიკელებით სავსე სასტუმროები. ვიდეოები...იქიდან... ეს ჯერჯერობით ჩვენს შორის დარჩეს. ძმები უსაქმოდ რომ არ იყვნენ... ჩვენ იქ გვყავს ძმები... იმათაც გადაიღონ ფოტოები, ვიდეოები და აგიხსნიან იქიდან. მე რაც მითხრეს, აქ მე ვათვალიერებ რესტორნებსაც, ამასაც, იმასაც და საელჩოები... ანკარაში, ანტალიასა და სტამბოლში, ყველგან ვიქნები. გაკეთებით ერთი უკვე გავაკეთე... აქ მე დავამთავრე, მაგრამ რაღაც წერტილები ვერ ვიპოვე ... ძმები ათვალიერებენ ყველაფერს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვიქნებით, როგორც კი მზად იქნება, გამოგიგზავნი... „ - ამბობს აუდიო ჩანაწერში სავარაუდოდ აჰმედ ჩატაევი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.

იხილეთ ვიდეო: აჰმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი ისლამურ სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს