დავით ზალკალიანი - თუ დოკუმენტური მტკიცებულება იქნება, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ არიან გარდაცვლილი პირები, ბუნებრივია, მათი სიიდან ამოღება მოხდება

თუკი იქნება დოკუმენტური მტკიცებულება ამა თუ იმ პირის მიმართ, რომ არის გარდაცვლილი, ბუნებრივია, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიიდან“ მისი ამოღება მოხდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანმა იმ სამართლებრივ საფუძველზე ისაუბრა, რის გამოც სიაში გარდაცვლილი პირები მოხვდნენ.

მინისტრის მტკიცებით, საქართველოს უცხოელი პარტნიორები აღნიშნულს გაგებით ეკიდებიან და არანაირი კითხვები არა აქვთ.

„ამის შესახებ გუშინ მქონდა საუბარი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მათ დეტალურად განვუმარტეთ, რა იყო ამ სიის შედგენის ძირითადი კრიტერიუმი. საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ ვინ უნდა იყოს ამ სიაში. სამი კრიტერიუმია: ბრალდებული და მსჯავრდებული; ადამიანები, რომელთა მიმართაც არის სისხლისსამართლებრივი დევნა და დანაშაული ჩადენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამივე კრიტერიუმს სრულფასოვნად პასუხობს ის სია, რომელიც არის წარმოდგენილი. თქვენ ახსენეთ გარდაცვლილები. როგორ გგონიათ, ვინც ადგენდა ამ სიას, ბუნებრივია ფიქრობდა, რომ მსგავსი სახის კითხვები იქნებოდა, მაგრამ სამართლებრივად, როდესაც არ არის არანაირი მტკიცებულება, არანაირი საბუთი, რომ ის პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაუალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის გარდაცვლილი, ვერ მოხდებოდა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. ეს სია არ არის დასრულებული და თუკი იქნება ამა თუ იმ პირების შესახებ დოკუმენტალური მტკიცებულება, რომ არის გარდაცვლილი, ბუნებრივია, მოხდება მისი ამოღება. არანაირი კითხვები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ამასთან დაკავშირებით არა აქვთ. ძალიან გაგებით ეკიდებიან ამას, იმიტომ, რომ ამას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძველი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია