დიდ დიღომში სკვერის მოწყობისა და საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის N2ა-სა და თავდადებულის ქუჩის N26 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პეტრიწის ქუჩის N2ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობის თხოვნოთ, საბავშვო ბაღთან მისავლელი გზის რეაბილიტაციაც ხორციელდება, 4000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყო ბორდიური.

თავდადებულის ქუჩის N26 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით, 2800 კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ორივე პროექტის ღირებულება 388 514 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ასევე, პეტრიწის N12-თან სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბავშვებისთვის სხვადასხვა ატრაქციონები დამონტაჟდება. სკვერში მოეწყობა ფიტნეს ზონა და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

დიდ დიღომში მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„დიდ დიღომში, სხვადახვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები ორ მისამართზე, ხოლო სკვერის მოწყობა ერთ მისამართზე მიმდინარებს. აღსანიშნავია, რომ პეტრიწის ქუჩაზე საბავშვო ბაღთან მისავლელი გზაც დაზიანებული იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება კომფორტული გახდება. დიდ დიღომში, მიმდინარე წელს, უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს შპს „ჯეუ გრუპი“, ხოლო სკვერის მოწყობის პროექტს შპს „გრინსერვის+“ ახორციელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს