ანონსი 4 ივლისი

4 ივლისს, 13:00 საათზე, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციასა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია GURTİAD-ს შორის. მემორანდუმს ხელს მოაწერენ ასოციაციის და ფედერაციის პრეზიდენტები პაატა ცივაძე და ჯელალ სანჯარი.

მის.: თავისუფლების მოედანი # 4, მესამე სართული, ოთახი #319

4 ივლისს, 14:00 საათზე, ორგანიზაცია „ჰეპა +“ ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა, მათ შორის ტრანსგენდერ ქალთა საჭიროებების, არსებული სარვისების და გამოწვევების შესახებ მრგვალ მაგიდას გამართავს.

მის.: 26 მაისის მოედანი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი“

საკონტაქტო პირი მარინა ასათიანი - 599 119 999

4 ივლისს, 17:50 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ალექსანდრე ახალკაცსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის პროცესი განახლდება. ახალკაცი, რომელიც 13 მაისს დააკავეს, შსს-ს თანამშრომლებს, უკანონო დაპატიმრებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს.

საკონტაქტო პირი ნინო გოგინაშვილი - 571777785

4 ივლისს, 18:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეხვედრა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის "პარტნიორობა დემოკრატიისთვის" დელეგაციასთან.

თემა: „უსაფრთხოების სფეროს საპარლამენტო კონტროლი“.

მის.: ქუთაისი, ოთახი N307.

4 ივლისს, 19:00 საათზე, ტექნოპარკში FABTALKS-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მოწვეული სტუმარია გამოცდილი ანტრეპრენიორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი - დავით ჩეჩელაშვილი.

თემა: რა უნდა ვიცოდეთ Hardware წარმოებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო