სემეკმა ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიით საიმედო მომარაგებაზე სამუშაო შეხვედრები გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკ-იდან აცნობეს, შეხვედრებზე იმსჯელეს ბათუმისა და ორხევი–ვაზიანი–სართიჭალის კვანძში ელექტროენერგიით საიმედო მომარაგებისა და თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრეების დეფიციტის აღმოფხვრის შესახებ.

შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბათუმის მერიის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის შპს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები.

„სამუშაო შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეუმუშავებენ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ქ.ბათუმისა და ორხევი–ვაზიანი–სართიჭალის ზონის ელექტრომომარაგებასა და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საკითხებთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმას“, - ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს