საფეხმავლო კაფე-ბარების მეპატრონეები თბილისის მერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან

ტურისტულ, საფეხმავლო ქუჩებზე მდებარე კაფე-ბარების საინიციატივო ჯგუფის მიერ გუშინ, ჯერ კიდევ მთავრობის დღევანდელ სხდომამდე გავრცელდა მიმართვა, რომელსაც “ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “ვითვალისწინებთ რა, დედაქალაქში მცხოვრები პირების ინტერესებს და ამავე დროს, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თბილისის ტურისტულ ზონებში არსებული კაფე-ბარების განვითარების საკითხი, მივმართავთ თბილისის მერიას შემდეგი წინადადებით: თბილისის მერიამ 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან განაახლოს სეზონური გარე კაფე-ბარების არქიტექტურული იერსახის შეთანხმება (როგორც ეს წარსულში ხდებოდა, დამატებითი თანხების დაწესების გარეშე) და არა ტურისტული სეზონის პიკში, როდესაც კაფე-ბარები ვერ მოახერხებენ ახალ გადასახადებზე და წესებზე გადასვლა-ადაპტაციას. ამასთან, დიზაინის/პროექტის შეთანხმებისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ობიექტურ გარემოებებს: ღია კაფე უნდა მდებარეობდეს თავისი ძირითადი ფართის მიმდებარედ, ვერ უნდა ფუნქციონირებდეს დამოუკიდებლად, უნდა აკმაყოფილებდეს ე.წ. პირველი კლასის ნაგებობის კრიტერიუმებს (60 კვ.მ.-მდე ზომის), არ უნდა ავიწროვებდეს, როგორც საავტომობილო, ისე ფეხმავალ ზონას და ფეხმავალთა გამტარიანობას არ უნდა უქმნიდეს პრობლემას. ამისათვის კონკრეტულ ქუჩებზე უნდა დაწესდეს საფეხმავლო ზონის აუცილებელი-დასაცავი პარამეტრები. კაფე უნდა იყოს სეზონური, ყოველგვარი კონსტრუქციების, შეფუთვის და ფიცარნაგის გარეშე, უნდა ჰქონდეს დასაკეცი მარკიზი, რათა სახანძრო თუ სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი უმოკლეს დროში დაკეცვა. სკამები და მაგიდები უნდა იყოს მსუბუქი და კომპაქტური, რათა საჭიროების შემთხვევაში გარე ტერიტორიის გათავისუფლება მარტივად მოხდეს. დაცული უნდა იყოს სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები. მოცემული პირობების და არქიტექტურის სამსახურისთვის მისაღები ვიზუალური დეტალების დაცვის შემთხვევაში მერიის სამსახურებმა უნდა შეითანხმონ კაფის გარე ტერიტორიის მოწყობის უფლება, გადასახადის დაწესების გარეშე. როგორც ეს მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა. ის კაფეები, რომლებიც გარე სივრცით სარგებლობენ წელიწადში 12 თვე, რომელთაც აქვთ მოწყობილი კონსტუქციები, ფიცარნაგი, შეფუთვები და ა.შ. და რომელთაც შემოსავალი გარე სივრციდან აქვთ მუდმივად, შესაძლებელია დაუწესდეთ გონივრულ ფარგლებში გარკვეული გადასახადები. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ კაფეებმა გადაკეტონ საავტომობილო და საფეხმავლო გზები, შეაფერხონ ფეხმავალთა გამტარუნარიანობა ქუჩებზე, დაარღვიონ სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, აღნიშნულ საკითხებში ჩვენ, როგორც დანარჩენ საქართველოს მოქალაქეებს, არ გაგვაჩნია განსხვავებული პოზიცია და ვთვლით, რომ აღნიშნულ საკითხებზე მართლზომიერი იქნება ქ. თბილისის მერიის მხრიდან სამართლებრივი რეაგირების მოხდენა“, - ნათქვამია მიმართვაში.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას