ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობა არ აპირებს შემოიჭიროს ქამრები და ხალხს კეთილდღეობა გადაუნაწილოს

„ევროპულმა საქართველომ“ მთავრობის რესტრუქტურიაზაციას პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. პარტიის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავრობა არ აპირებს შემოიჭიროს ქამრები და ხალხს კეთილდღეობა გადაუნაწილოს.

„არ დავუჭირეთ პრინციპების დონეზე მხარი ბახტაძის მიერ შემოთავაზებულ მთვრობის რესტრუქტურუზაციას, გამომდინარე იქიდან, რომ ამას არაფერი საერთო მცირე მთავრობის კონცეფციასთან არ აქვს. მთავრობა არ აპირებს შემოიჭიროს ქამრები და კეთილდღეობა გადაუნაწილოს ხალხს და ხალხში დატოვოს მეტი ფული გადასახადების დაწევით. ბუნებრივია, თუ მთავრობა ამას არ აკეთებს და არ აქვთ წარმოდგენილი ფურცელზე დაწერილი გეგმა, როგორ აპირებს შემოიჭიროს ქამრები?! ბუნებრივია, „ევროპული საქართველო“ ასეთი მთავრობის რესტრუქტურიზაციას მხარს ვერ დაუჭერს და ის ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც კვირიკაშვილის მთავრობა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება