მიხეილ ჩხენკელი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს უდიდეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს.

დამოუკიდებლობა და თავისუფლება ის უმთავრესი ფასეულობებია, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში წარმართავდა ჩვენი ქვეყნების ისტორიას და დღეს ჩვენს ხალხებს აერთიანებს.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული განუწყვეტლივ ვგრძნობთ შეერთებული შტატების მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ფასდაუდებელია ამერიკელთა მრავალმხრივი თანადგომა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ეკონომიკურ განვითარებაში, დემოკრატიის გაძლიერებაში.

ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის, განსაკუთრებით ფასეულია მხარდაჭერა, რომელსაც შეერთებული შტატები გვიწევს საგანმანათლებლო სისტემის განვითარების პროცესში. ისეთ მასშტაბურ, უმაღლესი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე პროგრამებს, როგორიცაა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ფულბრაიტის სტიპენდია და მრავალი სხვა, უდიდესი წვლილი შეაქვთ ქართველი ახალგაზრდობის განათლებაში, ჩვენ ქვეყანაში მეცნიერების განვითარებასა და საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციაში.

დღეს ჩვენ კვლავ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ გავაღრმავოთ ჩვენ ქვეყნებს შორის ყოველმხრივი ურთიერთობა და მეგობრობა, რადგანაც სწორედ ერთიანობასა და პარტნიორობაში ვხედავთ ძალას.

კიდევ ერთხელ ვულოცავ და მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ამერიკელ ხალხსა და მთავრობას“, - ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის მილოცვის ტექსტში.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი