„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - სასამართლო სისტემაში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი არ არსებობს

სასამართლო სისტემაში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი არ არსებობს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკებს ეხება. დასკვნაში ძირითადი აქცენტები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების მიცემას ეხება. ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების ხარვეზიანი სისტემა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს შესაძლებლობას, დისციპლინური მექანიზმები არასათანადო მიზნებისთვის გამოიყენოს.

„პრობლემას წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში კორუფციული სამართალდარღვევის არასაკმარისად მკაფიო და ზუსტი განმარტება. გარდა ამისა, კანონით არ არის განსაზღვრული დამოუკიდებელი ინსპექტორის (რომელიც ახორციელებს მოსამართლეთა მიმართ საჩივრების პირველად შესწავლას) დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიები. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ინსპექტორი დასაბუთებული რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს დევნის დაწყების თაობაზე, კანონი მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხმათა შეუსაბამოდ მაღალ მინიმალურ რაოდენობას (საბჭოს წევრთა ⅔ -ის თანხმობა), რათა დაიწყოს დისციპლინური დევნა მოსამართლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე. ამავდროულად უნდა აღნიშნოს, რომ მიუხედავად კანონმდებლობის არსებული ხარვეზებისა, სათანადო ნების არსებობის შემთხვევაში, მოქმედი რეგულირების პირობებშიც შესაძლებელია კორუფციულ სამართალდარღვევაზე ეფექტური რეაგირება“, - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება სასამართლო სისტემაში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური სისტემის არ არსებობას, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დასკვნაშია ნათქვამი, კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე რეაგირება არც ერთ კომპეტენტურ ორგანოს არ მოუხდენია.

„მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციის შესაძლო შემთხვევების შესახებ წლების მანძილზე საუბრობენ ბიზნეს ასოციაციები, სამოქალაქო სექტორი და მედია, კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება არ მოუხდენიათ არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს (მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური მექანიზმებით) და არც პროკურატურას (სისხლისსამართლებრივი დევნის საშუალებით). მართალია, 2016 წლის დასაწყისში პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების გამჟღავნების თაობაზე, თუმცა გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის 2 წლის შემდეგაც არ არის ცნობილი“, - ნათქვამია ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დასკვნით კორუფციის რისკებს ასევე ზრდის არასათანადო სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. კერძოდ, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს მოსამართლეებს ზედმეტად დამოკიდებულს ხდის იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე/სასამართლოს თავმჯდომარეებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა