წალენჯიხაში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუჟავასა და ჭალეში, მოქალაქეების საცხოვრებელ ეზოებში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდათ.

„სახერხი დანადგარები, 2 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი 10 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი დაილუქა.

ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შინაგან საქმეთა სამინიტროში გადაიგზავნება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო