ჭუბერის რწმუნებული - არის საშიშროება, რომ მდინარე ნენსკრამ ისევ შეიცვალოს კალაპოტი

მდინარე ნენსკრაზე ძირითადი საფრთხე მოხსნილია, თუმცა პატარ-პატარა რისკები ამ დრომდე არსებობს, - ამის შესახებ ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, ნინო ვიბლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საშიშ ზონაში მცხოვრები მოსახლეობა ევაკუირებულია, შესაბამისად, მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

“ძირითადი საფრთხე მოხსნილია, მაგრამ არსებობს პატარ-პატარა რისკები იქიდან გამომდინარე, რომ წყლის ნაკადმა მორეცხა ნაპირები და არის საშიშროება, რომ მდინარემ ისევ შეიცვალოს კალაპოტი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი მოქმედი ხიდი არის წაღებული. წყალმა ბოძებიც წაიღო. შესაბამისად, ჭუბერის ნახევარს ელექტროენერგია მიეწოდება, ხოლო წყლის მიღმა დარჩენილ სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება“, - განაცხადა ვიბლიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა