რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში დოქტორ როსარია პუგლისის და პოლიტიკურ ოფიცერს ელჟბიეტა ბეჟიუკს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებთან ისაუბარა რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის შესახებ, ასევე საქართველოს რელიგიური თემების დემოგრაფიულ და ეთნიკურ მახასიათებლებისა და სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის თავისუფლების მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო კონფესიების დაფინანსების, საკულტო შენობა ნაგებობების გადაცემის პროცესს, ასევე, ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ სააგენტოს ტრენინგებს.

შეხვედრაზე განიხილეს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებული მართლმადიდებელი ეკლესიის 4 სასულიერო პირის ვიზიტი ბრიუსელში, რომელიც ორივე მხრიდან დადებითად შეფასდა, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ წამოაყენა წინადადება მომავალში ამგვარ ვიზიტებში საქართველოს სხვა რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო პირების ჩართულობის შესახებ და ამ მიმართულებით სარეკომანდაციო საქმიანობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

დოქტორ როსარია პუგლისმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვედრისა და მიწოდებული ინფორმაციისათვის, მან სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და მომავალი მჭირდრო თანამშრომლობის სუვილი გამოთქვა. მისი განცხადებით, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, რელიგიურ თემატიკასთან დაკავშირებულ საქმიანობისას და დაგეგმილ ღონისძიებებში მუდმივად გაითვალისწინებს რელიგიის სააგენტოს რეკომენდაციებს. სტუმარმა ასევე ერთობლივი კონფერენციის გამართვის ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილებას.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

 რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში დოქტორ როსარია პუგლისის და პოლიტიკურ ოფიცერს ელჟბიეტა ბეჟიუკს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებთან ისაუბარა რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის შესახებ, ასევე საქართველოს რელიგიური თემების დემოგრაფიულ და ეთნიკურ მახასიათებლებისა და სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის თავისუფლების მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო კონფესიების დაფინანსების, საკულტო შენობა ნაგებობების გადაცემის პროცესს, ასევე, ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ სააგენტოს ტრენინგებს.

შეხვედრაზე განიხილეს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებული მართლმადიდებელი ეკლესიის 4 სასულიერო პირის ვიზიტი ბრიუსელში, რომელიც ორივე მხრიდან დადებითად შეფასდა, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ წამოაყენა წინადადება მომავალში ამგვარ ვიზიტებში საქართველოს სხვა რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო პირების ჩართულობის შესახებ და ამ მიმართულებით სარეკომანდაციო საქმიანობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

დოქტორ როსარია პუგლისმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვედრისა და მიწოდებული ინფორმაციისათვის, მან სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და მომავალი მჭირდრო თანამშრომლობის სუვილი გამოთქვა. მისი განცხადებით, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, რელიგიურ თემატიკასთან დაკავშირებულ საქმიანობისას და დაგეგმილ ღონისძიებებში მუდმივად გაითვალისწინებს რელიგიის სააგენტოს რეკომენდაციებს. სტუმარმა ასევე ერთობლივი კონფერენციის გამართვის ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილებას.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო