ანონსი 7 ივლისი

7 ივლისს, 18:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არსებულ სათემო სახლს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადენლებთან ერთად მოინახულებს.

7 ივლისს, 18:00 საათზე, დედაენის ბაღში, თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, SOFT EJECT-ის კონცერტი და ფეხბურთის ჩვენება გაიმართება.

7 ივლისს, 18:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში "მუზა" გამოფენა „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ გაიმართება.

საკონტაქტო პირი ირინა ცერცვაძე - 599 94 66 05

7 ივლისს, 18:00 საათზე, აშშ-ის საელჩოში გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პიკნიკი, რომელსაც მასპინძლობს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი.

7 ივლისს, 18:00 საათზე, ზეფილარმონიის წინ “ორერას" სოლისტის გენო ნადირაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.

7 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეკა ტყემალაძის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

7 ივლისს, 19:00 საათზე, პანტომიმის თეატრში, თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის ფესტივალი გაიმართება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს