ქალაქ მარნეულში, №1 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტის განხორციელება, საგანმანათლებლო სფეროში, მნიშვნელოვნად და ერთ–ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.
ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა 6 ივლისს დაიწყო და 2019 წლის აპრილში დასრულდება. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სკოლა 196 ბავშვზეა გათვლილი, რისთვისაც სახელმწიფო 1 514 760 ლარს დახარჯავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"