მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებას პარიზის ცენტრში არეულობა მოჰყვა

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებას პარიზის ცენტრში არეულობა მოჰყვა, რაც პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა.

მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები ქუჩებში გამოვიდნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ, ზოგიერთმა პიროტექნიკაც გამოიყენა. ელისეს მინდვრებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციის 1200 თანამშრომელი იყო მობილიზებული.

გულშემატკივრების ნაწილმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინა, რის საპასუხოდაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალის მეორე საგზურისთვის დღეს ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებები იბრძოლებენ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს