ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში მიმდინარე მეგაპროექტისთვის კონსტრუქციები საქართველოში მზადდება

ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში(CERN) მიმდინარე მეგაპროექტისთვის კონსტრუქციები საქართველოში მზადდება. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) მიმდინარე „ატლასის“ ექსპერიმენტის დეტექტორისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელობით, 9 მეტრამდე დიამეტრის რადიაციისაგან დამცავი ალუმინის კონსტრუქციები მზადდება. კონსტრუქციები საქართველოში, ქარხანა „ელიტა-ბურჯის“ სამრეწველო ბაზაზე იქმნება და დეტალების პროექტირება და დამზადება ISO-ს საერთაშორისო სატანდარტების მიხედვით ხორციელდება. დღეს კონსტრუქციის ნაწილი, პირველად გაიგზავნება ჟენევაში, CERN-ში, სადაც საბოლოოდ მოხდება სტრუქტურის აწყობა და „ატლასის“ ექსპერიმენტის დიდ „ჰადრონის“ კოლაიდერთან მიერთება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, საწარმოს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ გარემოს, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერიმენტისთვის დეტალები დამზადდა და კონსტრუქციები შეიქმნა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს