ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, საქართველოს მოლოდინია, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ამოცანები ადეკვატურად იქნება ასახული.
„როგორც მოგეხსენებათ, ხვალ გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების მონაწილეობით. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა ის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც მდგომარეობს საქართველოს რეფორმების განხორციელებაში და ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ამოცანები იქნება ადეკვატურად ასახული.
ველოდებით, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაო შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს ჩართულობასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადებები იქნება უკვე კონკრეტულ ღონისძიებებში გადათარგმნილი და სამიტის დასკვნით დოკუმენტებში ასახული“, - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"