მიხეილ ბატიაშვილი თხოვნით მიმართავს ყველას, „ხელაღებით ნუ იტყვიან, რომ სკოლა არ მუშაობს“

განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი თხოვნით მიმართავს ყველას, „ხელაღებით ნუ იტყვიან, რომ სკოლა არ მუშაობს“.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი კარგი სკოლაა და ერთიანად საუბარი იმაზე, რომ სკოლებში საშინელი მდგომარეობაა, არაადეკვატურია.

“რამდენჯერმე გაისმა, რომ სკოლა არ მუშაობს და ეს სისტემა არის ჩავარდნილი. ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს წარმატებული სკოლის, მაგალითად, კომაროვის სკოლა და ა.შ. ბევრი წარმატებული სკოლა არსებობს. მინდა გთხოვოთ, შეიძლება არსებობდეს ამ მიმართულებით რაღაც გასაუმჯობესებელი, თუმცა ასე ხელაღებით საუბარი იმაზე, რომ სკოლა არ მუშაობს, ეს შეიძლება კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს. არის ბევრი სკოლა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. მზად ვარ წავიდე თქვენთან ერთად სკოლებში და დავრწმუნდეთ ამაში. არსებობს პრობლემები, მაგრამ თქმა, რომ მთლიანად სკოლა არ მუშაობს, არაადეკვატურია“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ბატიაშვილის თქმით, საუბარი იმაზე, რომ სკოლა არ მუშაობს არასწორია, თუნდაც იმ მასწავლებლების წინაშე, ვინც მუშაობს და თავის ენერგიას დებს, რომ მოსწავლეებს ასწავლოს.

პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო