იაშვილის საავადმყოფოს ახალი სერვისი - სოლიდური სიმსივნეების მკურნალობა დაემატა

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტს ახალი სერვისი დაემატა: ყველა ტიპის (თავის ტვინის, ძვლების, რბილი ქსოვილების, თირკმლის, ღვიძლის, სასქესო ორგანოების) სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტთა დიაგნოსტიკა და მართვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო კორპორაცია „ევექსიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დეპარტამენტში შესაძლებელია:

1. „ონკოლოგიურ დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა, ბიოფსია და ბიოპტატის ჰისტოლოგიური შესწავლა. აუცილებლობის შემთხვევაში მასალა იგზავნება გერმანიაში, ქ. კილის რეფერალურ პათოლოგიის ინსტიტუტში. ეს უკანასკნელი კვლევა უფასოა, მას გერმანული მხარე აფინანსებს.

2. დაავადების სტადირება - მაღალი რეზოლუციის მ.რ.ტ და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის რადიოლოგების მიერ სრულდება.

3. ქიმოთერაპია - უახლესი გერმანული და ამერიკული პროტოკოლებით, უფასოა პაციენტისთვის, მას ფარავს საყოველთაო ჯანდაცვის და სოლიდარობის ფონდი. ასევე, ქიმოთერაპიის გართულებების მართვა.

4. მძიმე შემთხვევების მართვაში მონაწილეობენ გერმანელი კოლეგები ქ. ფრაიბურგის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრიდან, თავის ტვინის სიმსივნეების მართვისთვის კი შექმნილია ტუმორ-ბორდი გერმანელი ნეიროქირურგის და ქართველი რადიოლოგის, სხივური თერაპევტის, ნევროლოგის და ონკოლოგის მონაწილეობით.

5. სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა მოიცავს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კლინიკებს. ეს უკანასკნელი ასევე უფასოა პაციენტისთვის და ყველა ხარჯს სოლიდარობის ფონდი, დიმიტრი ცინცაძის ფონდი და ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს