ქიმიური ნივთიერებების მართვის საკითხზე სემინარი ჩატარდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ხვალ საერთაშორისო სეინარი გაიმართება, თემაზე: ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის ეროვნული სისტემის ძირითადი ელემენტების დანერგვა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყანაში - ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სემინარი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის WHO ECEH ბონის (გერმანია) ოფისის, გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს (UBA) მხარდაჭერით ტარდება. სემინარს დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, გერმანიის გარემოს ფედერალური სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები. ასევე, დარგის ექსპერტები და დაინტერესებულ უწყებათა წარმომადგენლები.

სემინარი გერმანიის გარემოს ფედერალური სააგენტოს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ეგიდით 2015-2017 წლებში ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის „საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩოს შემუშავება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარების მიზნით საქართველოში“ მეორე ეტაპს წარმოადგენს.

პროექტი „ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის ეროვნული სისტემის ძირითადი ელემენტების დანერგვა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყანაში - ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი“, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის ღონისძიება „საშიში ქიმიური ნივთიერებების ეროვნული რეესტრის შექმნა და მისი მუდმივი განახლება“. პროექტის დასრულების შემდეგ ამოქმედდება საშიში ქიმიური ნივთიერებების ეროვნული რეესტრი, რომლის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მთავარი უწყებაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

პროექტის მიზანია, ქიმიური ნივთიერებების პრიორიტეტული ჯგუფების რისკების მართვაში ეროვნული შესაძლებლობების განვითარება და ქიმიური ნივთიერებების მართვის ეროვნული სისტემების არსებითი ელემენტების დანერგვა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის შერჩეულ ქვეყნებში ქიმიური ნივთიერებების რეესტრების ჩათვლით (ბელარუსი, საქართველო და ყაზახეთი).

პროექტის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, შედეგების დანერგვა დაიწყო რამდენიმე ქვეყანამ, ამ ეტაპზე ჯანმო-ს მხარდაჭერით საქართველოსთან ერთად რეგისტრაციის სისტემის და რეესტრის შექმნას იწყებს ბელარუსი და ყაზახეთი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა